Saturday, June 3, 2017

“ოქრომრავალი კოლხეთი" მითი და რეალობა



1 პროექტის სახელწოდება
“ოქრომრავალი კოლხეთი”მითი და რეალობა.
2.პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ვანი,როგორც კოლხეთის მნიშვნელოვანი რელიგიური,პოლიტიკური და კულტურული ცენტრი.
3 პროექტის აქტუალობა
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან ვანის მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ მასალას,გაეცნობიან ვანს,როგორც ანტიკური პერიოდის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს.გააკეთებენ შდარებას,კოლხეთის სამეფოს შესახებ მოპოვებულ ისტორიულ მასალასა და რეალურად ნანახს შორის.
4 პროექტის მიზნები
მოსწავლეს განუვითაროს კვლევის.ინფორმციის მოძიების და დახარისხების,ანალიტიკური აზროვნების,შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.ისწავლიან პროექტზე მუშობას,შისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს.მოსწავლეები გაეცნობიან,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვანში მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში.
5 მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი
6 ვადები/ ხანგრძლივობა
ერთი თვე
7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შიქმნას:
პროექტის განხორციელების შემდეგ შეიქმნება ბლოგი,სადაც აიტვირთება მოპოვებული ინფორმაცია და მასალა,შევქმნით კედლის გაზეთს,სადაც ავსახავთ იმ ფოტომასალას,რომელსაც მოვიპოვებთ,პროექტზე მუშაობის დროს.გაკეთდება პროექტის პრეზენტაცია.

8 პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ტრანსპორტი,ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,მშობელი,პირველადი დახმარების ჩანთა,საკვები.ფლიფჩარტი.მარკერი.პროექტორი.
9 პროექტის მსვლელობა,(ძირითდი აქტივობები)
თემის გაცნობა.გეგმის შექმნა.მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად.ერთ ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში და ოქროს საწმისი.აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკიდან.მეორე ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში ბერძნული კოლონიზაციისა და შავიზღვისპირა ბერძნული ქალაქებისა და აქ გავრცელებული კოლხური თეთრების შესახებ(პირველი ქართული ფული).მესამე ჯგუფს დაევალება მოიძიონ უცხოელ ავტორთა ცნობები კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ,რომელშც განსაკუთრებით ხაზგასმულია ამ  სამეფოს სიმდიდრე და ძლიერება.ამის შემდეგ ორი კვირის ვადაში შედგება პროექტზე მომუშავე ჯგუფების შეკრება,მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება,დახარისხება და განისაზღვრება მოლოდინები.ამის შემდეგ მოსწავლეები დაათალიერებენ ვანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმს და გაეცნობენ იქვე მდებარე არქეოლოგიურ ზონას.დამზადდება ფოტოები,სლაიდები.მოსწავლეები ექსკურსიის შემდეგ გააკეთბენ მოპოვებული მასალის პრეზენტაციას.შთაბეჭდილებებს და შეფასებებს ბარათების სახით,რომელიც ასახული იქნება კედლის გაზეთში. მასწავლებელი აკეთებს პროექტის შეჯამებას და შეფასებას.
10 საგნებთნ/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი
სტანდარტან შესაბამისობა:
ისტ.IX.2მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარება,მიმართლება-მსჯელობს ქართული ფულის ისტორიაზე.საუბრობს წიაღსეულის მოპოვების ადგილების შესახებ და ხელოსნობის იმ დარგების განვითარებაზე,რომელთა განვითრებასაც მათმა მოპოვებამ შეუწყო ხელი.
ისტ.IX.7 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითრების შესახებ.
მიმართულება-ჩამოთვლის ქართლი კულტურის ყველაზე მეტად განვითარებულ დარგებს;მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ

11 პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ლელა ხარებავა
12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
lela.xarebava73@gmail.com
13 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
Lelaxarebava73|blogpost.com


No comments:

Post a Comment